პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვერსია 1 · 16 ივლისი, 2026

1. ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „სილქ ტექნოლოჯის“ მიერ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჯანმრთელობის აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს.

აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ატვირთოს სამედიცინო ან კვლევის დოკუმენტები, დასვას შეკითხვები და მიიღოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საინფორმაციო პასუხები.

აპლიკაციის მიერ გენერირებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ექიმის კონსულტაციას, დიაგნოზს, მკურნალობის დანიშვნას ან სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია შპს „სილქ ტექნოლოჯი“.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 05497378

მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ა. რაზმაძის ქუჩა, N55, ბინა N 28

ელექტრონული ფოსტა: hello@nexus.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელს შეუძლია მიმართოს: info@pulsi.ge

3. რა მონაცემებს ვამუშავებთ?

აპლიკაციის გამოყენებისას შეიძლება დამუშავდეს:

  • მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასაკი და პროფილის მონაცემები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები;
  • ატვირთულ სამედიცინო, კვლევის ან ანალიზის დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია;
  • ჩატში მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია;
  • აპლიკაციის მიერ გენერირებული პასუხები;
  • IP მისამართი, მოწყობილობისა და აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები;
  • მომხმარებლის თანხმობის, მოთხოვნებისა და ანგარიშის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს და მუშავდება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით.

4. მონაცემთა დამუშავების მიზნები

მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებლის რეგისტრაციისა და ანგარიშის მართვისთვის;
  • აპლიკაციის ფუნქციონირებისა და მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხების გენერირებისთვის;
  • მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პერსონალიზებული საინფორმაციო პასუხების მოსამზადებლად;
  • ატვირთული დოკუმენტების დამუშავებისთვის;
  • აპლიკაციის უსაფრთხოებისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად;
  • მომხმარებლის მოთხოვნებისა და თანხმობების სამართავად;
  • აპლიკაციის გამოყენების სტატისტიკისა და ანალიტიკისთვის;
  • პირდაპირი მარკეტინგისთვის (თანხმობის შემთხვევაში);
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

მონაცემები მუშავდება მომხმარებლის მკაფიო, ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ასევე შემდეგი საფუძვლით:

  • მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
  • აპლიკაციის უსაფრთხოებისა და კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვის საფუძველზე.

მომხმარებელს შეუძლია თანხმობის გამოთხოვა ნებისმიერ დროს. თანხმობის გამოთხოვა არ იმოქმედებს მანამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.

6. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

პასუხების გენერირებისთვის აპლიკაცია იყენებს მესამე მხარის ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის OpenAI-ის, Anthropic-ისა და Google-ის მოდელებს.

მომხმარებლის მონაცემები არ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი ამის შესახებ წინასწარ იქნება ინფორმირებული და გასცემს ცალკე თანხმობას.

მონაცემები შეიძლება დროებით შეინახოს შესაბამისმა პროვაიდერმა უსაფრთხოების ან ტექნიკური კონტროლის მიზნით, მისი მოქმედი პირობებით განსაზღვრული ვადით.

7. მონაცემთა მიმღები და საერთაშორისო გადაცემა

მონაცემები დამუშავდება შემდეგი პირების მიერ:

  • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები;
  • ხელოვნური ინტელექტის მოდელები;
  • ტექნიკური მხარდაჭერისა და პროგრამული მომსახურების მიმწოდებლები;
  • ელექტრონული ფოსტისა და ავტორიზაციის სერვისების მომწოდებები.

აპლიკაციის ძირითადი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა განთავსებულია გერმანიაში.

8. მონაცემთა შენახვის ვადები

მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნისთვის. მომხმარებლის ანგარიშის წაშლის მოთხოვნის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან ანონიმიზირდება, თუ არ არსებობს მათი შემდგომი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი.

9. არასრულწლოვნები

აპლიკაცია განკუთვნილია 18 წლის ან მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს, რომ არის სრულწლოვანი. თუ კომპანიას ექნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპლიკაციას არასრულწლოვანი იყენებს, მას შეუძლია შეზღუდოს ანგარიში, მოითხოვოს ასაკის დადასტურება ან წაშალოს მონაცემები.

10. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, მათ შორის:

  • მონაცემების დაშიფვრას;
  • მომხმარებლის ავტორიზაციას;
  • მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას;
  • თანამშრომელთა უფლებამოსილებების კონტროლს;
  • უსაფრთხოების ლოგირებასა და მონიტორინგს;
  • სარეზერვო ასლების შექმნას;
  • ინციდენტების გამოვლენისა და რეაგირების პროცედურებს.

მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისთვისაც ეს აუცილებელია სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად.

11. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • გაეცნოს მონაცემებს და მიიღოს მათი ასლი;
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან განახლება;
  • მოითხოვოს მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა;
  • გამოითხოვოს თანხმობა;
  • მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისა და გამოყენებული AI-მოდელების შესახებ;
  • ისარგებლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

უფლებების განსახორციელებლად მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს აპლიკაციაში არსებული ფუნქცია ან მიმართოს კომპანიას შემდეგ მისამართზე: info@pulsi.ge

12. პოლიტიკის ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. მნიშვნელოვანი ცვლილებების, მათ შორის ახალი AI-მოდელის დამატების, მონაცემთა დამუშავების ახალი მიზნის ან შენახვის სტანდარტის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.